ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მრევლი მის საცხოვრებელ სახლში შესვლასითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ უნახავთ და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
რა გახდა ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მოქალაქეები ამბობენ, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ირკვევა ისიც, რომ მრევლის ნაწილი წინააღდეგი იყო, რომ მასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულიყო.
"ბოლო დროს ცუდად იყო,რომ გამოდიოდა, ცუდად იყო, მაგრამ ის, რომ მამაომ თავი მოიკლა, ეს არის წარმოუდგენელია. 9 აპრილს რომ გამობრძანდა მამაო, მოპირდაპირე ბინას, ჩაკეტილია ეს ბინა და ორჯერ ჩამოწია კარის სახელური და რეალურად მიგვანიშნა, აქ რაც მოხდებოდა და ათი დღის მერე აგერ, კი ვხედავთ, რაც მოხდა", - ამბობს მრევლი მედიასთან.
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.