სპეცოპერაციების ცენტრის „ალფას“ მებრძოლებმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შედის, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამი სამხედრო გემი დააზიანეს — „იამალი“, „აზოვი“ და კიდევ ერთი, ჯერჯერობით დაუდგენელი ტიპის სამხედრო ხომალდი. ასევე დაზიანებულია მტრის რადარული სისტემები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
დარტყმის ქვეშ მოექცა:
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“;
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი სადესანტო ხომალდი „აზოვი“;
ასევე დაუდგენელი ტიპის კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა დაზიანებული იყოს ანტიდივერსიული კატერი პროექტი 21980 „გრაჩონოკი“.
გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს საკომუნიკაციო სისტემა „დელფინის“ ანტენების ბლოკი, რადოლოკაციური სადგური МР-10М1 „Мыс-М1“, ასევე ნავთობბაზა „იუგტორსანის“ საწვავის რეზერვუარები.