„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია , - ამის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, მანამდე, ვიდრე ირანთან ჩვენი შეთანხმება 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ძირითადი საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია“, - წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.