ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აცხადებს, რომ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ცეცხლის შეწყვეტა არის გზა მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ,“ — ამბობს აუნი და იმეორებს, რომ ლიბანის მიზანია ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცება, სამხრეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანის უზრუნველყოფა, პატიმრების გათავისუფლება და დარჩენილი სასაზღვრო დავების მოგვარება.
„ლიბანელი ხალხი, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სირთულე გადაიტანა, დღეს ახალი რეალობის წინაშე დგას, რომელსაც არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. ეს შესაძლებლობა არ უნდა დაიკარგოს, რადგან შესაძლოა ის კვლავ აღარ გაჩნდეს,“ - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა.