აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება.
„ირანთან შეთანხმებას ვდებთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება, შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე…ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, 20 წელზე მეტის ფარგლებსაც სცდება, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მოდით გულწრფელები ვიყოთ — არანაირი 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამ დროისთვის ირანის ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.