რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ტერორის ომი. აუცილებელია უკრაინისთვის მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებული იქნება გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
კოშტა ეხმიანება გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას.
"გუშინ ღამით რუსეთმა კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა განახორციელა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე. მაშინ, როცა ადამიანებს საკუთარ სახლებში ეძინათ, ქალაქები კიევი, დნიპრო, ოდესა და ხარკივი ათეულობით ბალისტიკური რაკეტითა და ასობით დრონით დაიბომბა.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განზრახ განახორციელეს განმეორებითი დარტყმები უკრაინის საგანგებო სამსახურებზე სწორედ იმ დროს, როცა მაშველები შემთხვევის ადგილზე ადამიანების გადასარჩენად მივიდნენ.
ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ამ შემზარავი თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებთანაა.
რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომ ის მიზანმიმართულად ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზებას.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ტერორის ომი. აუცილებელია უკრაინისთვის მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებული იქნება გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე.
ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან", - წერს კოშტა.