დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და განაცხადა, რომ მათ შორის ადრინდელიე ურთიერთობა აღარ არსებობს.
მისი კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც მელონი გამოეხმაურა რომის პაპზე ტრამპის განცხადებებს და უარი თქვა აშშ-ის მიერ ირანი-ს წინააღმდეგ წარმოებულ ომში ჩართვაზე.
„ის ნეგატიურად იყო განწყობილი. ვინც უარი გვითხრა ირანის საკითხში დახმარებაზე, მათთან ჩვენ ადრინდელი ურთიერთობა აღარ გვაქვს“, — განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია Fox Business-თან.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ნატო ირანის წინააღმდეგ ომში არასაკმარისი ჩართულობის გამო.
„რატომ ვხარჯავთ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ნატო-ზე, თუ ისინი ჩვენთან ერთად არ იქნებიან? თუ ისინი ჩვენთან არ არიან ირანის საკითხში — რომელიც ბევრად უფრო დიდი საკითხია“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.