უკრაინასა და გერმანიას შორის გაფორმდა ახალი მასშტაბური თანამშრომლობის პაკეტი, რომლის მოცულობა 4 მილიარდ ევროს შეადგენს. პაკეტი ითვალისწინებს Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების შეძენას და ასევე დრონების ერთობლივ წარმოებას. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეთანხმდნენ თავდაცვითი შეთანხმებების პაკეტზე 4 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც მიზნად ისახავს:
საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას;
შორი მოქმედების შესაძლებლობების განვითარებას;
დრონების ერთობლივ წარმოებას;.
ფედოროვის თქმით, ვიზიტის დროს უკრაინამ და გერმანიამ სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს:
საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ;
შორი მოქმედების სისტემების წარმოების განვითარების შესახებ;
უპილოტო სისტემების წარმოების განვითარების შესახებ;
გერმანია დააფინანსებს კონტრაქტს რამდენიმე ასეული რაკეტის შესაძენად Patriot-ის სისტემებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას.