აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხით "დამწუხრებულია", თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგით გაკვირვებული არ არის.
ვენსის თქმით, გასულ კვირას ვუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად ჩატარებულ კამპანიაში მონაწილეობა უფრო ერთგული მოკავშირის მხარდაჭერის ნიშანი იყო და არა ის, რომ მას გამარჯვებაში დახმარებოდა.
ამის შესახენ ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
„ჩვენ იქ იმიტომ არ ჩავსულვართ, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარტივ გამარჯვებას ველოდით. ჩვენ იქ ჩავედით, რადგან სწორად მიგვაჩნდა, იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გვერდით დიდი ხნის განმავლობაში იდგა“, - განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, გასულ კვირას ორბანის მხარდა,ჭერ მიტინგზე გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სოციოლოგიურ გამოკითხვებს ვერ კითხულობდნენ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ არსებობდა დიდი შანსი, რომ ვიქტორი ამ არჩევნებს წააგებდა. მაგრამ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერს შორის, ვინც მზად იყო დაპირისპირებოდა ბრიუსელის ბიუროკრატიას,“ - თქვა ვენსმა.