უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთი ევროპისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს და დაუშვებლად მიიჩნევსს იმ კონტაქტებს, რომლებიც უნგრეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის არსებობდა.
ამის შესახებ ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება European Pravda.
შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, მადიარმა უპირობოდ დადებითად უპასუხა.
„დიახ! მე ვფიქრობ, რომ ასეა და მგონია, რომ ამას ყველა ხვდება“, — განაცხადა მან.
თუმცა მადიარმა მაშინვე დაამატა, რომ ეს ეხება მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას და არა რუსეთის საზოგადოებას. „მე აქ არ ვსაუბრობ რუს ხალხზე და არც რუსულ კულტურაზე“, - თქვა მან.
პეტერ მადიარმა ასევე გაიხსენა, რომ უნგრეთი ბოლო საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დაპირისპირებია რუსულ საფრთხეს, მათ შორის ორჯერ — XX საუკუნეში. „ჩვენ ეს გადავიტანეთ1920-იან წლებში და 1956 წელს, ჩვენ ვიცით, რა არის ეს“, - დაამატა მან.
მადიარმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ მიუღებლად მიაჩნია, თუ როგორ გადასცემდა უნგრეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტებიდან მიღებულ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს.
„ფეხბურთშიც კი არ შემიძლია სხვა გუნდის გასახდელში შევიდე და მოვუყვე, რა თამაშის სტრატეგიას გეგმავს ჩვენი გუნდი. მით უფრო მიუღებელია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსი ჯაშუშები შედიან“,- თქვა მან