უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
უნგრული მედიის ცნობით, დილის 11:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 37.98-მა პროცენტმა მიიღო, რაც 2022 წლის ამავე დროის მაჩვენებელს, 25.77 პროცენტს, მნიშვნელოვნად აღემატება.
მხოლოდ ორ საათში, 09:00-დან 11:00 საათამდე, მაჩვენებელი 16.89 პროცენტიდან თითქმის 38 პროცენტამდე გაიზარდა.
ამომრჩეველთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 876 000-ზე მეტით არის გაზრდილი.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მაგიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტია „ტისა“ სხვადასხვა კატეგორიაში 9, 11 და 13 პროცენტული პუნქტით უსწრებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიას.