12 აპრილის დილის მონაცემებით, რუსეთის მხრიდან დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 2299 დარღვევა, რომელიც გუშინ 16:00 საათზე დაიწყო.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერმა სეტევა განახორციელა ლიმანის, სლავიანსკის, სლობოჟანის, კუპიანსკი, კონსტანტინოვკის, პოკროვის და სხვა მიმართულებებზე.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ 11 აპრილს, 16:00 საათზე, რუსეთის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ზავის“ მოქმედება დაიწყო.
ზავი 12 აპრილის დღის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო.