საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მასუდ ფეზეშქიანთან საუბრისას მაკრონმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების გზით დეესკალაციის მნიშვნელობას.
"ხაზი გავუსვი, რომ ირანმა სწრაფად უნდა აღადგინოს ნაოსნობის თავისუფლება და უსაფრთხოება ჰორმუზის სრუტეში, რაშიც საფრანგეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს.
ასევე აღვნიშნე ცეცხლის შეწყვეტის სრულად დაცვის მნიშვნელობა, მათ შორის ლიბანში. საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლიბანის ხელისუფლების მოქმედებებს, რომლებიც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და განსაზღვრავს ლიბანის მომავალს", - წერს მაკრონი.