აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავისი სამხედრო გემებს „ყველაზე საუკეთესო იარაღით“ ავსებს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება.
პარასკევს New York Post-თან სატელეფონო ინტერვიუში მან თქვა, რომ „დაახლოებით 24 საათში გავიგებთ, რა მოხდება“.
„ჩვენ ვტვირთავთ გემებს ყველაზე საუკეთესო იარაღით, რაც კი ოდესმე შექმნილა, უფრო მაღალ დონეზეც კი, ვიდრე ჩვეულებრივ ვიყენებთ სრული განადგურებისთვის.
და თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ და ძალიან ეფექტურად გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ტრამპმა.
ირანელებზე საუბრისას ტრამპმა დაამატა, რომ ისინი არიან ადამიანები, „რომლებზეც არ იცი, სიმართლეს გეუბნებიან თუ არა“.
ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები 11 აპრილს გაიმართება. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანში უკვე გაემგზავრა.