აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
„მივესალმები ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელზეც გასული ღამის განმავლობაში აშშ და ირანი შეთანხმდნენ. ეს ხელს უწყობს საჭირო დეესკალაციას. მადლობა პაკისტანს მისი შუამავლობისთვის.
ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.