აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანის გამდიდრებული ურანი სრულად იქნება კონტროლქვეშო.
ამის შესახებ მან France-Presse-ს მოკლე სატელეფონო საუბრისის განაცხადა.
ტრამპს კითხვა დუასვეს, აცხადებდა თუ არა ის გამარჯვებას ცეცხლის შეწყვეტის გამო.
„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. ასი პროცენტი. ამაზე კითხვა საერთოდ არ არსებობს,“ - აღნიშნა ტრამპმა.
მისითქმით, გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ძლიერი საფუძველი უკვე არსებობს.
„ჩვენ გვაქვს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც უკვე შევთანხმდით. ვნახოთ რა მოხდება. ვნახოთ, მივა თუ არა ბოლომდე,“ - თქვა დონალდ ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ში დაწერა, რომ ირანმა წარმოადგინა 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც „მუშაობისთვის მისაღებია“.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, დაუბრუნდებოდა თუ არა თავის თავდაპირველ მუქარას - ირანის ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ჩაიშლება.