სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც "გალერია თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მედიას განუცხადეს, ერთ-ერთმა მოქალაქემ განგაშის ღილაკს თითი მიაჭირა, რის გამოც სიგნალიზაცია ჩაირთო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოქალაქეების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ცნობით, შენობაში არანაირი საფრთხე არ არსებობს.