"მართლსმაჯულების სახლის" დამფუძნებელი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია მიოჩნევს, რომ სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დიდხანს არ დარჩება.
ეკა ბესელია ილჰამ ალიევის გუშინდელ ვიზიტსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.
"ვერაფერი ისე ზუსტად ვერ გადმოსცემს, როგორი მმართველობა აქვს დრეს "ქართულ ოცნებას", ერთი ადამიანის მმართველობა, სადაც პრემიერად წოდებული კობახიძე, როგორც ადიუტანტი რომ დადის ამ შეხვედრების დროს ბიზნესცენტრში.
მე არ მგონია, რომ კობახიძე დიდხანს დარჩეს პრემიერის პოზიციაზე. ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ ის არა მგონია, რომ დიდხანს დატოვოს ივანიშვილმა," - განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.