მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკმარისად კარგი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე საუბრისას განაცხადა.
„მათ წინადადება წამოაყენეს და ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკმარისად კარგი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ისინი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ადამიანთა მესამე ჯგუფი, რომელთანაც აშშ-ს საქმე გვაქვს, არც ისე რადიკალიზებულია.
"პირველი რეჟიმი დაემხო, მეორე რეჟიმი დაემხო, ახლა, ადამიანთა მესამე ჯგუფი, რომელთანაც საქმე გვაქვს, არც ისე რადიკალიზებულია და ვფიქრობთ, ისინი სინამდვილეში ბევრად ჭკვიანები არიან“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.