აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში თამარ ბაგრატიონი, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, მისი მოადგილე, გიორგი მირცხულავა და მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა იმყოფებოდნენ.
სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ. ასევე, დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება.
„მუზეუმი 1982 წელს დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა სწორედ იმ შენობაში, რომელშიც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა. მირზა ახუნდოვის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან, ხოლო მისი მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.