უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა კიევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შეასუსტოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ გლობალური პრიორიტეტების შეცვლა უკვე მოქმედებს დახმარების მოცულობაზე.
ზელენსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება შეფერხდესმ რომლებიც აუცილებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
„ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ პირდაპირ აღიარა, რომ მისი მოკავშირეების ყურადღება უკრაინის მიმართ მცირდება.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ... ვშიშობ, რომ გაჭიანურებული ომი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამჟამინდელი დახმარების პაკეტებიც კი შემცირდეს.
უკრაინას უკიდურესად სჭირდება დამატებითი Patriot-ის ტიპის სარაკეტო ჩამჭრელი სისტემები, რადგან ამჟამად ალტერნატივა არ არსებობს.
ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს მასირებული დარტყმების განხორციელებას ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც იწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს და ძირს უთხრის ეკონომიკას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მიუხედავად, რესურსები შეზღუდული რჩება.