თბილისში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან ხმაური იყო. ადგილზე მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები არიან შეკრებილი, რომლებიც თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ.
ადგილზე მისულმა ადამიანებმა, მონახულების საათებში შიდა ტერიტორიაზე ვოლიერები დაათვალიერეს.
ადგილზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ თავშესაფარში ძაღლების უმრავლესობას ვეტერინარული დახმარება ესაჭიროება.
გარდა ამისა, მოქალაქეების თქმით, თავშესაფარში ანტისანიტარიაა და მიუსაფარ ძაღლებზე შესაბამისად არ ზრუნავენ.
ამ დროისთვის, თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სასაუბროდ რამდენიმე ადამიანია შესული.