ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო.
რეკომენდაციებს მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 8-მ თავი შეიკავა.
თავის რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის საარჩევნო პროცესის მიმართ საჭირო ნდობის ჩამოყალიბება ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც არჩევნები მუნიციპალიტეტების ნახევარში ერთპარტიულ შეჯიბრებად იქცა, ხოლო დანარჩენში ოპოზიციური კანდიდატების მიმართ ზეწოლის ბრალდებები დაფიქსირდა. ამავდროულად, კონგრესი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებებმა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრამ კიდევ უფრო ჩაახშო პოლიტიკური პლურალიზმი.
კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მათ და ვენის კომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები შესრულებისა და უზრუნვეყოს ძირითადი თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
კონგრესი მოუწოდებს ხელისუფლებას, „გააუქმოს ყველა კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და თავი აარიდოს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც კიდევ უფრო შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების მუშაობას ან შეარყევს ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს. კონგრესი ასევე გასცემს ძალადობის შესახებ ცნობების, განსაკუთრებით დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ ძალადობის ცნობების, საფუძვლიანად გამოძიების და დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების რეკომენდაციას“.