ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ბაჰრეინში Amazon-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამოქალაქო თავდაცვის ძალები „ირანის აგრესიის შედეგად კომპანიის ობიექტში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ“. უწყებას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გუშინ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ამერიკული კომპანიებს, მათ შორის Microsoft-ის, Apple-ის, Google-ის, Meta-ს და სხვა კომპანიებს 1-ელ აპრილს დაარტყამდა.
კომპანიამ კონკრეტული დარტყმის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა მიმდინარე კონფლიქტის დროს რეგიონში მდებარე Amazon Web Services-ის ობიექტები არაერთხელ დაზარალდა.