ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.
სტუბი X-ზე წერს, რომ საუბარი იყო კონსტრუქციული - ნატო-ზე, უკრაინასა და ირანზე.
"ვესაუბრე დონალდ ტრამპს. ნატო-სთან, უკრაინასთან და ირანთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსია და იდეების გაცვლა შედგა. პრობლემები პრაგმატულად უნდა გადაიჭრას", - წერს სტუბი.