რუსეთის ბრიანსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრთოსანი რაკეტების კომპონენტების მწარმოებელი ობიექტი „სტრელას“ დაბომბეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზნით, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრთოსანი რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანა „სტრელაზე“ იერიში მიიტანეს. სამიზნეზე დარტყმა დაფიქისრდა. მტრისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი დგინდება,“ - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში
გარდა ამისა, უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნართვის პუნქტები და დნიპროპეტროვსკის ოლქში, უსპენოვკას მახლობლად მდებარე სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტი დაბომბეს.
ასევე დაფიქსირდა სოსნოვკასთან ახლოს მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის და იაკიმოვკასთან ახლოს, ზაპოროჟიეს რეგიონში, ლოჯისტიკური საწყობის განადგურება.
„ასევე დაიბომბა ლუჰანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნოვოსვეტლოვკას რეგიონში, მტრის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილი. რუსი აგრესორის დანაკარგები ზუსტდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.