ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა, - განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტრამპს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობს, მაგრამ ირანის პრეზიდენტს ახასიათებს როგორც ნაკლებად რადიკალიზებულს და გაცილებით ჭკვიანს.
„ირანის რეჟიმის ახალი პრეზიდენტი ნაკლებად რადიკალიზებულია და წინამორბედებისგან ბევრად ჭკვიანი. მან ცოტა ხნის წინ მან შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამ საკითხს მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, იქნება თავისუფალი და სუფთა. იქამდე კი, ირანის განადგურებას გავაგრძელებთ, ან როგორც ამბობენ, გავაგრძელებთ ქვის ხანაში მის დაბრუნებას“, – წერს დონალდ ტრამპი.