აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს კვლავ მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, და ისინი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ქმედებებისთვის საკმარისი მხარდაჭერის არარსებობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ერთ-ერთ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.
მან კიდევ ერთი მკაცრი განცხადება გააკეთა გააკეთა ლონდონის წინააღმდეგ.
ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო საავიაციო საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის განადგურებაში მონაწილეობაზე, მაქვს რჩევა: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს; და მეორე, მოიკრიბეთ გარკვეული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ იგი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი წერს, მათ მოუწევთ დამოუკიდებლად ბრძოლის სწავლა.
„თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი თავისთვის ბრძოლის სწავლა. აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი“, – წერს დონალდ ტრამპი.