შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბულმა ბრალდებულებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, თანასოფლელის - ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში, თანხის მითვისების მიზნით, ფარულად შეაღწიეს, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.