აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ ევროპაში ვინმემ გითხრათ, რომ აშშ-ს ნატო-სთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს, არაკეთილსინდისიერია და თამაშობს, რადგან შეერთებულ შტატებს მთელ ევროპაში ათიათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღება გვაქვს ევროპის რეგიონში. ეს ყველაფერი ევროპის დასაცავადაა და არა ამერიკის.
აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს. ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ნატო-ც. თუ ჩვენ ხვალ გადავწყვეტთ ჩვენი ძალების ევროპიდან გაყვანას, ეს იქნება ნატო-ს დასასრული. ეს იციან მათ. ნატო ალიანსია და ალიანსი ნიშნავს, რომ ის ორმხრივად მომგებიანი უნდა იყოს. იმედია, რომ ამას გამოვასწორებთ.
ჩვენ არ გამოგვიყვანია ჯარი ნატო-ს ქვეყნებიდან. ვინც ამას ამბობს გულწრფელი არ არის", - განაცხადა რუბიომ.