ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ დრონებმა დღეს დილით კურსიდან გადაუხვიეს და ფინეთის ტერიტორიაზე შეფრინდნენ.
„დღეს დილით ფინეთის ტერიტორიაზე დრონები შეფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი იდენტიფიცირებულია, როგორც უკრაინული.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფინეთი არ იმყოფება რაიმე სამხედრო საფრთხის ქვეშ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. მადლობას ვუხდი ყველა ხელისუფლების ყველა ორგანოს მათი ეფექტური ქმედებებისთვის“, - დაწერა მან კვირა სოციალურ ქსელ X-ზე.
სტუბმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ხელისუფლება მზადყოფნას ინარჩუნებს სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირებისთვის. ფინეთი მზადაა გააკონტროლოს და დაიცვას თავისი ტერიტორია“, - აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების არსებობის შესახებ განაცხადა, რომლებიც ნელა, დაბალ სიმაღლეზე მოძრაობდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, რუსეთის ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას ნავთობტერმინალზე დრონით მეორე დარტყმის შესახებ განაცხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მან ბალტიის ზღვაში მტრის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე წარმატებით ოთხჯერ განახორციელა დარტყმა.
მანამდე უკრაინული დრონებთან დაკავშირებული მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში.