ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს.
სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისს და პანაშვიდს აღავლენს..
სიონის საკათედრო ტაძარში მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მიდიან.
მსახურებას სიონის საპატრიარქო ტაძარში, პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე სინოდის წევრებიც.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ილია მეორე 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს.