ავსტრალიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადეს.
შეთანხმების შემუშვება თითქმის 8 წლის განმავლობაში, 2018 წლიდან მიმდინარეობდა. ის თითქმის ყველა ევროპულ საქონელზე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ავსტრალიური მინერალების თითქმის მთელ ექსპორტზე ტარიფების მოხსნას ითვალისწინებს,
„დღეს ჩვენ მნიშვნელოვან ისტორიას მოგიყვებით ღრმად ცვალებადი სამყაროს შესახებ, სამყაროს შესახებ, სადაც დიდი ძალები ტარიფებს ბერკეტად იყენებენ, ხოლო მიწოდების ჯაჭვებს - დაუცველობად, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ. ღია, წესებზე დაფუძნებულ ვაჭრობას დადებითი შედეგების მოტანის დადასტურებული გამოცდილება აქვს, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს კანბერაში.
ალბანეზემ შეთანხმებას ავსტრალიისთვის „მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა.
სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ შესულა ძალაში. ის უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა, ასევე ავსტრალიის პარლამენტმა. ამის შემდეგ მხარეებს მისი ხელმოწერა შეეძლებათ.