აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მშვიდობის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი აქვს.
„მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკება იყო, მაგრამ ირანთან, დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ამჯერად ისინი სერიოზულად არიან განწყობილი“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მსოფლიო მალე უფრო უსაფრთხო იქნება.
„ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოს დამსახურებაა. იმედია, რომ შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს მოიპოვოს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოს განახლდა.
„ხვალ მათ ელექტროსადგურებზე დარტყმას ვგეგმავდით, მაგრამ აღარ ვაპირებთ, ეს გადავდეთ. ვიმედოვნებთ, ამის გაკეთება არ დაგვჭირდება და შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც ყველასთვის კარგი იქნება“, – განმარტა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.