არ ვიცით, ვინ არიან ირანის ლიდერები, რამდენადაც ვიცით, მათი ყველა ლიდერი მკვდარია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.
„ბევრს ამბობს, რომ ის დასახიჩრებულია. ამბობენ, რომ ერთი ფეხი დაკარგა და ძალიან მძიმედაა დაშავებული. სხვები ამბობენ, რომ საერთოდ მკვდარია. მაგრამ არავინ ამბობს, რომ ის სრულად ჯანმრთელია. და ის საერთოდ არ გამოჩენილა. იცით, აიათოლა ჩვეულებრივ იჯდებოდა და სიძულვილს აფრქვევდა ტახტის მსგავსი ადგილიდან. თქვენ მას ხშირად ხედავდით. ამჯერად კი საერთოდ არ გვინახავს. არ ვიცით, ცოცხალია თუ არა. ერთ რამეს ვიტყვი, ის არავის უნახავს. და ეს ძალიან უჩვეულოა“, – აღნიშა ტრამპმა