ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვლაპარაკობთ, - ამის შესახებ სტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში "ევრისკოპის" შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვლაპარაკობთ. ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, იმაზე როგორ გადავარჩინოთ. ასე რომ ძალიან შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.