ივანიშვილი არის ვამპირი, ვამპირებს დღის სინათლის ეშინიათ, ამიტომ საქართველოში უნდა განათდეს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ის ასევე ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
"მოსკოვის მექანიზმის" ამუშავება პირდაპირ არის მიბმული პოლიტპატიმრებზე, ჩემს საქმეზეც პირდაპირ შემხებლობაშია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მძიმე დღეები უდგას სახელმწიფოს. ეს მოსკოვის მექანიზმი აღარაა რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა რომელიმე ხელისუფლებისთვის. ეს არის სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება მათ მიმართ, რომელიც ემსაუხება რეჟიმს. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი.
თუ ვინმეს გონია დიდ ბრიტანეთზე იქირქილოს და სერიოზულად თუ წარმოუდგენიათ რომ შარმანაშვილი , ზარქუა ვოლსკი აგდებულად უნდა ლაპარაკობდეს ევროპაზე. ჩვენი ხელისუფლება ტაჯიკეთში დარბის და ევროპაში რომ ჩავიდეს ვიზა სჭირდება.
მე უნდათ გამასამართლონ იმ გდდ-ს პირებისადმი დაპირების გამო, რომელმაც აქეთ დამალეწა თავ-ყბა და 27 წუთის გამო მე მაწამა.ეს აღარაა პოლიტიკური განცხადებები. ეს დაწერა უკვე ეუთომ, რომ ეს არის ადამიანებსი სისტემური წამება.
მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხალხს სასამართლოში მოსვლის არ ეშინია. ეს მექანიზმი არის გაფრთხილება კონკრეტული უწყებებისთვს - თქვენ ეთამაშებით ადამიანების ბედს. ეს არაა სახუმარო ამბავი.
სასამართლოს ვეკითხები - ფარცხალაძეზე რომ თქვა ამერიკამ აგენტია, მთელი ხელისუფლება გადაეფარა. თქვენ მართლა გგონიათ, ამერიკი და ბრიტანეთის დაზვერვა ზარქუას დასაცინია? ეს არ არის ქაღალდები, ამაზე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მე მინდა ისრაელელებს გადასცეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ირანი დიდი ხანია ემუქრება ისრაელს. ისრაელს არ აქვს უფლება დაიცვან თავი? გადაეცით პირადად ჩემგან ისრაელის ელჩს ჩემი სოლიდარობა.
ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა მოახერხა ერთი ძალიან მარტოვი რამ - რომ სიკეთის ბრძოლაში ბოროტებაზე ამერიკა დაწინაურდა. ასადი დაეცა მას შემდეგ რაც, უკრაინელები გმირულად ბრძოლებენ. ირანი ეცემა მაშინ, როცა უკრაინა იბრძვის ბოლომდე. და კი საქართველოს დაკარგავს აუცილებლად..... ().
ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი და იცით, ასეთი ვამპირი ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს. ვამპირებისთვის არის ერთი გამოსავალი. ვამპირს ეშინია დღის სინათლის, მზის შუქის. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ მგონია, რომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ბოროტება დამარცხდეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.