ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, უფრო მნიშვნელობა აქვს, შევაჩერო ბოროტების იმპერია ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან, ახლო აღმოსავლეთის და არსებითად მსოფლიოს განადგურებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ამიტომ როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ თანხას გამოვიმუშავებთ. თუმცა, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, უფრო დიდი ინტერესი და მნიშვნელობა აქვს, შევაჩერო ბოროტების იმპერია ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან, ახლო აღმოსავლეთის და არსებითად მსოფლიოს განადგურებისგან. ამას არასდროს დავუშვებ“, – წერს დონალდ ტრამპი.