გივი თარგამაძე სუსში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაშ შევსლამდე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი საჯარო განცხადებები ირანის თემაზე მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით იყო გაკეთებული.
„მოგესალმებით, როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი და წარმოვადგინე სუს-ში. არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მითუმეტეს კიდევ დამატებით სუს-ის კონტროლირებადი ერთი ფიგურა მოსამართლე არ მჭირდება, რომ ამათ დაველაპარაკო. სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, არ ვიცი მომისმენენ თუ არა. მაგალითად ის, რომ მიხედონ საქმეს.
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს. მათ აქვთ დასასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად რომ საქმეს მიხედონ, როდესაც აქ ჰკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს. 300 კაცი უდგათ, რომელიც მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად. წავიდნენ, 300 ადამიანი გააკონტროლონ, ისინი თუ გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში დავალებებით, რაც მიღებული აქვთ და არ იციან, ამათ, რა აქვთ მიღებული, შემდეგ იქნება ჩვენი ქვეყანა შარში, თუ იქნება.
ეს არის საფრთხე, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს, ჯგრიალებს ამ ქვეყანაში, ზუსტად ამ პირობებში, ეს არის საფრთხე. მე რა უნდა დავასაბუთო? ამას დასაბუთება არ სჭირდება. მგონი, ტროტუარზე დგომაზე აქვთ კანონი მაგრამ ლოგიკურ მსჯელობაზე და უკვე მომხდარი ფაქტების გაანალიზების შედეგად გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ აქვთ და შეიძლება ჰქონდეთ შემდეგ. წახალისება არის, როდესაც სუსი ამას არ უშლის ხელს, ეს არის წახალისება,- აღნიშნა თარგამაძემ.