ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან ფაქტობრივად, არაფერი დარჩა სამიზნედ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში.“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მტრული განწყობა არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ზე, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ქვეყნებზეც ვრცელდება.
“ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა,” - განაცხადა ტრამპმა.