აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ Sky News იუწყება.
ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, მათ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს.
„საუბარი მოიცავდა საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად“,- ნათქვამია დაუნინგ სთრითის პრესსპიკერის განცხადებაში.
პრესპიკერის თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.
ლიდერების საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც დონალდ ტრამპმა ბრიტანეთს "ოდესღაც დიდი მოკავშირე“ უწოდა და სტარმერს მიმართა: „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან“.