აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს მიმართავს და წერს, რომ აშშ-ს არ სჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში გამარჯვების შემდეგ ერთვებიან
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დიდი ბრიტანეთი „საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს“ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე, თუმცა, ტრამპი შეთავაზებაზე უარს ამბობს.
„გაერთიანებული სამეფო, ოდესღაც ჩვენი დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება – მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!”- წერს ტრამპი.