ირანის წინააღმდეგ ომი დაუბრკოლებლად და კომპრომისის გარეშე გაგრძელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს ირანთან ომის შემდეგი ფაზისთვის „ორგანიზებული გეგმა აქვს, რათა „რეჟიმის დესტაბილიზაცია მოახდინოს და ცვლილებები უზურუნველყოს“.
მან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს მიმართა: „თქვენც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ხართ. ვინც იარაღს დაყრის, გადარჩება. მისი თქმით, მათ, ვინც იარაღს დაყრიან, არაფერი დაუშავდებათ
მისი თქმით, ისრაელი „არ ცდილობს ირანის დაყოფას, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას“.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს ჯერ კიდევ აქვს სიურპრიზები ირანში არსებული პოლიტიკური სისტემის ძირის გამოთხრისთვის.
„ჩვენ გვაქვს სიურპრიზები რეჟიმის შესარყევად... ჩვენ ვქმნით პირობებს, რომლებიც ირანელ ხალხს საშუალებას მისცემს, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.