სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დაიბარეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა",- აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, დღეს დილით სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. სამივე მათგანი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე.