ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექვსი – სამცხე-ჯავახეთის, ექვსი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – სამი, გურია – ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის – ხუთი, ხოლო ორი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.
სამართალდაღვევებიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის მასშტაბით, იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 109 ფაქტი.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.