აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ირანს ნაცარტუტად აქცევენ, თუმცა დარტყმების უფრო დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის.
„ჩვენ მათ ნაცარტუტად ვაქცევთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ძალიან მძლავრად. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალები და ჩვენ მას ვიყენებთ“, - თქვა ტრამპმა.
შეკითხვაზე, ირანელი ხალხის დასახმარებლად აშშ სამხედრო თავდასხმების გარდა სხვა ქმედებებს ახორციელებდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.
„ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ. მაგრამ ახლა გვინდა, რომ ყველა სახლში დარჩეს. გარეთ უსაფრთხო არ არის, ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია მათთვის ძლიერი დარტყმები. დიდი ტალღა ჯერ არ მოსულა. დიდი ტალღა მალე იქნება“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.