აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 48 ირანელი ლიდერი დაიღუპა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. არავის სჯერა ჩვენი წარმატების: 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა და ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება,“ - განაცხადა ტრამპმა,
მისი თქმით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, ირანს ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდა.
„ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მათ ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდათ და მაშინ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
კვირას, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ აიათოლა ალი ხამენეის, აკონტროლებდნენ მის ყოველდღიურ ჩვევებს და აკონტროლებდნენ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს, შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ.