აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან მოლაპარაკება სურს და ისიც დაეთანხმა.
„მათ მოლაპარაკება სურთ და მე ამაზე დავთანხმდი, ამიტომ მათ დაველაპარაკები. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ.
მათ უფრო ადრე უნდა მოეფიქრებინათ რაიმე ძალიან პრაქტიკული და ადვილად განსახორციელებელი. ძალიან დიდხანს ელოდნენ,“ - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შედგება თუ არა მისი სატელეფონო საუბარი ირანელებთან კვირას თუ ორშაბათს, ტრამპმა უპასუხა: „ამას ვერ გეტყვით“.
მან აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებში მონაწილე ზოგიერთი ირანელი ცოცხალი აღარ არის.
„ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი ადამიანი, ვისთანაც გვქონდა საქმე, გარდაიცვალა, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო“, - თქვა მან.