ისრაელის თავდასხმები ირანის წინააღმდეგ კოდებ უფრო გაძლიერდება, - ამის შეასხებ უსრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან და "მოსადის" ხერლმძღვანელ დევიდ ბარნეასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და მომდევნო დღეებში ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
„თუმცა, ეს მტკივნეული დღეებია“, - თქვა მან თელ-ავივსა და ბეით-შემეშის სასიკვდილო დარტყმებზე საუბრისას.
„ჩემი გული მათ ოჯახებთანაა, ისრაელის მოქალაქეების სახელით, დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ... ძალების გაერთიანება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში გვინდოდა - გადამწყვეტად დავარტყათ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რასაც დავპირდი - და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.