გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძესთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ავსტრიის ეროვნული გეოლოგიური, გეოფიზიკური, კლიმატოლოგიური და მეტეოროლოგიური სამსახურის GeoSphere Austria წარმომადგენელს, საერთაშორისო პროექტების ექსპერტს დელია არნოლდ არიასს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა საერთაშორისო ექსპერტს სააგენტოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
ვიზიტის მიზანს სააგენტოსა და GeoSphere Austria-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის საჭირო საკითხების შემუშავება და მემორანდუმის პროექტის მომზადება წარმოადგენდა. აღნიშნული თანამშრომლობა უწყებებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის დარგების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონალური ოფისი, ფოთის აეროლოგიური სადგური და ქუთაისის მეტეოროლოგიური რადარი მოინახულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.